მარტვილის ”მერანი’ ამნისტირებული ლევან ვართაგავას დამატებას აპირებს

AutoSharing Option
ბაია-მერანი 2:0
ბაია: სომხიშვილი, აფაქიძე, პაჭკორია, ტყებუჩავა, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, სიხარულია, ენდელაძე, ეხვაია, კუკავა.
შეცვლაზე შევიდნენ: ნ. შონია, ფარჯიკია.
მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, იობაშვილი, ჟვანია, სუხიაშვილი, დიდავა, ვართაგავა, ე. გრიგალაშვილი, ჩალაძე, ამბროლაძე, ტაპე.
შეცვლაზე შევიდნენ: ფონიავა, ტორაძე.

14 თებერვალს ზუგდიდის "ბაიამ" ამხანაგურად მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და ირაკლი ეხვაიასა და ვალიკო ტყემალაძის გოლებით 2:0 დაამარცხა. როგორც ხედავთ, ექსპერიმენტებს ორივე გუნდის მწვრთნელი მოერიდა და მოედანზე ოპტიმალურთან მაქსიმალურად მიახლოებული შემადგენლობა გაიყვანა.

იმავე დღეს "მერანის" სხვა შემადგენლობა საქართველოში შეკრებაზე მყოფ სომხეთის ჩემპიონ "ულისს" შეხვდა და 0:3
დამარცხდა.

მარტვილელთა შორის ვარჯიშობს ამნისტირებული ლევან ვართაგავა, რომლის ფორმასაც "მერანის" სამწვრთნელო შტაბი ნორმალურად აფასებს. მისი გუნდში დარჩენა კი იმაზე იქნება დამოკიდებული, დატოვებენ თუ არა "მერანს" გიორგი მანწკავა და ელგუჯა გრიგალაშვილი.

შეგახსენებთ, პირველი მათგანით "ულისია" დაინტერესებული, მეორეთი კი - ქუთაისის "ტორპედო". ამ ორი საყრდენი ნახევარმცველიდან მარტვილიდან ერთიც რომ წავიდეს, ვართაგავა მერანელი ავტომატურად გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული