"ვიტ ჯორჯიამ" გიორგი გურეშიძეს გათავისუფლების ფურცელი მისცა. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გვითხრა, თანამშრომლობის შეწყვეტა კლუბისა და ფეხბურთელის ერთობლივი სურვილი იყო.
21 წლის ნახევარმცველი "ვიტ ჯორჯიაში" უმეტესად შეცვლებზე თამაშობდა. მიმდინარე ჩემპიონატში მან 12 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ძირითად შემადგენლობაში 5-ჯერ მოხვდა.