რეზო ბარაბაძე: გორის "დილა" მალე ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებს

AutoSharing Option
დიდი ხანია, რეზო ბარაბაძეს არ უთამაშია. ყველაფერი 2008 წლის ზაფხულში აირია, როდესაც "ანჟის" თავდამსხმელს მუხლი დაუზიანდა.

მას შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა, რამდენჯერმე დაშავდა, მძიმე ოპერაციები გადაიტანა, მოედანს უბრუნდებოდა და შემდეგ ისევ თეთრხალათიანების დახმარებას მიმართავდა.

23 წლის მოთამაშე იანვარში გორის "დილაში" ჩაირიცხა და იმედოვნებს, რომ ფორმას მალე აღიდგენს:

"კუნთი რომ კარგად აღდგენილიყო და ძალა დამბრუნებოდა რეაბილიტაციის პროცესი თავად არ დამიჩქარებია. რეაბილიტაციის შემდეგ თურქეთში "დილასთან" ერთად მოვემზადე და საბედნიეროდ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს, არც შიში მაქვს და არც ტკივილი, პირიქით, ერთი სული მაქვს,
როდის ვითამაშებ. მაგრამ ჯერ ფორმაში უნდა შევიდე. მჯერა, ეს მალე მოხდება".

რეზოს ახალ კლუბზეც დავეკითხეთ:

"გორის "დილაში" ძალიან კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს და აბსოლუტურად სხვა გუნდი გახდა. ბევრთან აქამდეც მითამაშია, ზოგთან ნაკრებში, ზოგთან კი კლუბში და ისედაც, თითქმის ყველას ვიცნობდი.

თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს. "დილას" შეთამაშება სჭირდება და როდესაც ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, სერიოზული ამოცანების გადაწყვეტასა და ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ".

ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებამ ბარაბაძე ძალიან გაახარა:

"ჩვენ თითქმის ერთ დროს დავშავდით. მიხარია, ყენიამ ვარჯიში რომ განაახლა და ნაკრებში გამოიძახეს. ის გამორჩეული ნიჭის მოთამაშეა, ჩემი მეგობარია და მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, ტრავმამ არასოდეს შეაწუხოს და ამიერიდან ყველაფერი კარგად აეწყოს.

ლევანი ჩვენს ნაკრებს ძალიან აკლდა და დარწმუნებული ვარ, გუნდს წაადგება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მილანის ინტერში ბარაბაძე არასდროს არ ყოპილა
negredo
19:22 23-02-2012
0
Burton - არა ძმა, არ მეშლება... : ) მილანის "ინტერში" იყო, ოღონდ დუბლებში და სამწუხაროდ მალე წამოვიდა...
Parma
18:59 23-02-2012
0

სიახლეები პოპულარული