მას შემდეგ სამწელიწადნახევარი გავიდა, რამდენჯერმე დაშავდა, მძიმე ოპერაციები გადაიტანა, მოედანს უბრუნდებოდა და შემდეგ ისევ თეთრხალათიანების დახმარებას მიმართავდა.
23 წლის მოთამაშე იანვარში გორის "დილაში" ჩაირიცხა და იმედოვნებს, რომ ფორმას მალე აღიდგენს:
"კუნთი რომ კარგად აღდგენილიყო და ძალა დამბრუნებოდა რეაბილიტაციის პროცესი თავად არ დამიჩქარებია. რეაბილიტაციის შემდეგ თურქეთში "დილასთან" ერთად მოვემზადე და საბედნიეროდ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს, არც შიში მაქვს და არც ტკივილი, პირიქით, ერთი სული მაქვს,
რეზოს ახალ კლუბზეც დავეკითხეთ:
"გორის "დილაში" ძალიან კარგი ფეხბურთელები შეკრიბეს და აბსოლუტურად სხვა გუნდი გახდა. ბევრთან აქამდეც მითამაშია, ზოგთან ნაკრებში, ზოგთან კი კლუბში და ისედაც, თითქმის ყველას ვიცნობდი.
თამამად ვიტყვი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს. "დილას" შეთამაშება სჭირდება და როდესაც ეს მოხდება, დარწმუნებული ვარ, სერიოზული ამოცანების გადაწყვეტასა და ნებისმიერი გუნდის დამარცხებას შევძლებთ".
ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებამ ბარაბაძე ძალიან გაახარა:
"ჩვენ თითქმის ერთ დროს დავშავდით. მიხარია, ყენიამ ვარჯიში რომ განაახლა და ნაკრებში გამოიძახეს. ის გამორჩეული ნიჭის მოთამაშეა, ჩემი მეგობარია და მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო, ტრავმამ არასოდეს შეაწუხოს და ამიერიდან ყველაფერი კარგად აეწყოს.
ლევანი ჩვენს ნაკრებს ძალიან აკლდა და დარწმუნებული ვარ, გუნდს წაადგება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გისურვებ ჯანმრთელობას და შენი ნამდვილი პოტენციალის, რომელიც დიდია, გამოვლენას. მაღალი და ჰაერში ბურთის მომგები ფეხბურთელია. ქართველი იან კოლერი, ლუკა ტონი და პიტერ კრაუჩი! მომწონს შენი ყაიდის ფეხბურთელები, ჩემი გემოვნებისა ხარ. აბა შენ იცი!