კოკა სეფიაშვილი: თბილისის "დინამოში" დებიუტს მოუთმენლად ველი

AutoSharing Option
დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "გაგრასთან" გამართავენ. კოკა ბოლო პერიოდში სწორედ ს.კ. გაგრაში გამოდიოდა. საინტერესოა კოკას აზრი მომავალ მეტოქეზე, "დინამოში" გატარებულ პირველ პერიოდზე, გუნდის საჩემპიონო შანსებსა და სავარაუდო დებიუტზე.

კოკა სეფიაშვილი: "გაგრაში" წელიწადი გავატარე. საქართველოს ჩემპიონატის პირობებში "გაგრა" დალაგებული, სწორად ორგანიზებული და კარგი გუნდი გახლდათ, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი წვლილი იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ანატოლი პისკოვეცს მიუძღვოდა.

ჯერჯერობით ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ იქ გავატარე. საქართველოს თასის მოპოვებას გუნდის დიდ მიღწევად ვთვლი. იმ პერიოდის "გაგრასა" და
დღევანდელი ფორმაციის გუნდს შორის, შემადგენლობის თვალსაზრისით, დიდი სხვაობაა. ფაქტობრივად, ის ახალი გუნდია, მაგრამ მე მაინც დაცვის ხაზს და მეკარეს გამოვარჩევდი.

ტყეშელაშვილი, ხუციძე საიმედო მცველები არიან. "დინამოში" გარსიას პერიოდს ნაკლებად ვიცნობ, გიორგი დევდარიანის ხელში კი ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. თავად მთავარი მწვრთნელის ხასიათიდან გამომდინარე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და ფეხბურთელების ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.

საჩემპიონო შანსებზე საუბარი საუკეთესო რვიანის გარკვევის შემდეგ უფრო აჯობებს, მაგრამ რაც უნდა იყოს, ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

"დინამოში" დებიუტს მოუთმენლად ველი. მოლოდინის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. გიორგი ლორია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მომავალ შეხვედრას და თუ მწვრთნელები ჩემს თამაშს გადაწყვეტენ, შეიძლება დებიუტი ყოფილ კლუბთან გამომივიდეს.

მოლოდინი დიდია. საოცარი გრძნობაა და თუ მომეცა შესაძლებლობა ვითამაშო, მაქსიმალურად შევეცდები, გუნდს დავეხმარო".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული