ზუგდიდის "ბაია" ახალი დაპირების იმედად

AutoSharing Option
უკვე სათვალავი აგვერია, მერამდენედ შეექმნა "ბაიას" ფინანსური პრობლემები. გაჩნდა იმის რეალური საფრთხე, რომ უმაღლესი ლიგის გასული ტურის მატჩი "კოლხეთსა" და ზუგდიდელებს შორის სწორედ ამ მიზეზით ჩაშლილიყო, თუმცა შეხვედრა დიდთოვლობამ გადადო.

"ბაიას" წევრები კუთვნილი ხელფას-პრემიების მიღებას დღე-დღეზე ელოდნენ, მაგრამ როგორც შევიტყვეთ, ამ მხრივ ახალი ჯერ არაფერია.

ახალი დაპირების მიხედვით, ისინი კუთვნილ ანაზღაურებას 1 აპრილამდე მიიღებენ. 21 მარტს კი "ბაიას" სამწვრთნელო შტაბი მხოლოდ დუბლშემადგენლობის იმედზე არ დარჩა - სწორედ ამ დაპირების გამო გორის "დილას" ძირითადმა შემადგენლობამ უმასპინძლა.

"ბაიას" მწვრთნელ-ფეხბურთელებს ერთი თვის სახელფასო
დავალიანება და ერთი მატჩის პრემია აქვთ მისაღები და ვნახოთ, როდემდე გაგრძელდება მათი მოლოდინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული