საქართველოს ამ რეიტინგში კვლავ სამი წარმომადგენელი ჰყავს.
მათგან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც 102-ედან 108-ე საფეხურამდე ჩამოქვეითდა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" 174-ედან 165-ე ადგილზე აინაცვლა, რუსთავის "მეტალურგი" კი 202-ედან 206-ე ადგილამდე დაეშვა.
რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო სამეული არ შეცვლილა, საუკეთესო ათეულის ახალი ბინადრები კი მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "ატლეტიკო" არიან.
ზეათეული ასე გამოიყურება:
1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. რეალი (ესპანეთი)
3. ველეს სარსფილდი
4. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
5. ბაიერნი (გერმანია)
6. სანტოსი (ბრაზილია)
7. ატლეტიკო (ესპანეთი)
8. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
9. მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
10. შალკე (გერმანია), უნივერსიდად კატოლიკა (ჩილე)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"