ზუგდიდის "ბაია" მომავალ სეზონში ევროსაგზურებისთვის იბრძოლებს?

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაია" რვა საუკეთესო გუნდში კი მოხვდა, მაგრამ კლუბში გაურკვევლობა და პრობლემები იყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფეხბურთელები გაფიცვას აპირებდნენ, კლუბს ჩვენი ხელფას-პრემიები მართებსო.

ზუგდიდის "მგლები" და "ბაია" - ქალაქში ორი გუნდი იყო. მერე ისინი გაერთიანდნენ და შეიქმნა "ბაია-მგლები". ბოლოს ერთი სახელწოდება დარჩა - "ბაია", თუმცა ვის ეკუთვნოდა კლუბი, ბოლომდე არ იყო გარკვეული.

"ბაიას" მთავარ მწვრთნელ გოჩა ტყებუჩავას რომ ვესაუბრეთ, განგვიმარტა, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულიაო.

- გუნდი ქალაქის გამგეობას გადაეცა და ძალიან ბევრი რამ გამოსწორდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საკითხი
დადებითად გადაწყდება.

გასტუმრებულია ფეხბურთელების დავალიანება. ყველანაირი პირობები უწინდელზე უკეთესი იქნება და ყველაფერ ამას ფეხბურთელები სათანადოდ დააფასებენ მოედანზე.

- მომდევნო სეზონისთვის "ბაიას" ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება?
- ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ბაიას" კარგი შეკრება ექნება და ყველაფერი ის, რაც კლუბის გამართულად საქმიანობისთვის არის აუცილებელი.

- და რა იქნება "ბაიას" მიზანი 2012-13 წლების სეზონში?
- ალბათ შეიცვლება მიმართულება და "ბაიაც" მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. იქ, სადაც ყველა საკითხი მოწესრიგებულია, ევროსაგზურისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია.

- ასეთ დამაიმედებელ განცხადებებს რის საფუძველზე აკეთებთ? კონკრეტულად ვისთან გქონდათ საუბარი?
- ქალაქის ხელმძღვანელობასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული