ზუგდიდის "მგლები" და "ბაია" - ქალაქში ორი გუნდი იყო. მერე ისინი გაერთიანდნენ და შეიქმნა "ბაია-მგლები". ბოლოს ერთი სახელწოდება დარჩა - "ბაია", თუმცა ვის ეკუთვნოდა კლუბი, ბოლომდე არ იყო გარკვეული.
"ბაიას" მთავარ მწვრთნელ გოჩა ტყებუჩავას რომ ვესაუბრეთ, განგვიმარტა, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულიაო.
- გუნდი ქალაქის გამგეობას გადაეცა და ძალიან ბევრი რამ გამოსწორდა. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი საკითხი
გასტუმრებულია ფეხბურთელების დავალიანება. ყველანაირი პირობები უწინდელზე უკეთესი იქნება და ყველაფერ ამას ფეხბურთელები სათანადოდ დააფასებენ მოედანზე.
- მომდევნო სეზონისთვის "ბაიას" ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება?
- ამ საკითხზე კონკრეტული საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ბაიას" კარგი შეკრება ექნება და ყველაფერი ის, რაც კლუბის გამართულად საქმიანობისთვის არის აუცილებელი.
- და რა იქნება "ბაიას" მიზანი 2012-13 წლების სეზონში?
- ალბათ შეიცვლება მიმართულება და "ბაიაც" მაღალი ადგილებისთვის იბრძოლებს. იქ, სადაც ყველა საკითხი მოწესრიგებულია, ევროსაგზურისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია.
- ასეთ დამაიმედებელ განცხადებებს რის საფუძველზე აკეთებთ? კონკრეტულად ვისთან გქონდათ საუბარი?
- ქალაქის ხელმძღვანელობასთან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"