"გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და არსებული შედეგიდან გამომდინარე, საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და გადავწყვიტე კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობის დატოვება.
მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, "დინამოს" ყველა თანამშრომელს. "დინამო" ჩემთვის ყოველთვის მშობლიური კლუბი იყო და ასეთად დარჩება მომავალშიც", - განაცხადა ნემსაძემ.