გიორგი ნემსაძე: თბილისის "დინამოს" შედეგის გამო პასუხისმგებლობას ვგრძნობ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ამჟამად უკვე ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში ისაუბრა.

"გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის და არსებული შედეგიდან გამომდინარე, საკუთარ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და გადავწყვიტე კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობის დატოვება.

მინდა მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, "დინამოს" ყველა თანამშრომელს. "დინამო" ჩემთვის ყოველთვის მშობლიური კლუბი იყო და ასეთად დარჩება მომავალშიც", - განაცხადა ნემსაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამოს მწვრთნელი კი არა , ძალზე დიდი კაპიტალი სჭირდება , რათა მოიწვიონ ექსტრა კლასის ფეხბურთელები , და კაპელოს , მოურინიოს , ლიპის ანჩელოტის და სხვათა დარი სოეციალისტებიი
levani .
19:23 17-04-2012
0
"დინამოს" პირველ რიგში მართალი ადამიანები ჭირდება. ისე უნდათ დაგვიხატონ, თითქოს ევროპული კლუბივითაა აქაც საქმე:მეპატრონე ბიზნესმენი, დამოუკიდებელი საფეხბურთო კლუბი...
სიმართლეს სანამ არ იტყვიან, არაფერი არ ეშველება საქმეს.
ნემსაძე პოლიტიკაში აგრძელებს საქმიანობას? :):):)
ეჰ, სასაცილო იქნებოდა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს.
პოლოლიკა-ფიფიას მოყვანა და მთელი ეს ამბავი არც სპორტული პროექტი იყო და არც ბიზნესპროექტი. ეს იყო პოლიტიკური პროექტი. თავს ნუ იტყუებთ.
dudu
19:47 17-04-2012
0

სიახლეები პოპულარული