ზუგდიდში პოლიციელებმა მსაჯები სცემეს

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის მთავარი სამსაჯო თემა, რაღა თქმა უნდა, ზუგდიდში მომხდარი ამბავია - "ბაია"-"დინამოს" არბიტრმა, ლაშა სილაგავამ ოქმში აღწერა, რომ ძალოვანები შეხვედრის შემდეგ მსაჯთა ოთახში შეიჭრნენ, მას გინება და ფურთხება დაუწყეს, ხოლო მატჩის დელეგატ ენუქი თევზაძესა და მეოთხე მსაჯ ალექსანდრე კრიჭაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

რა უნდა ვთქვათ - ფაქტი გამაოგნებელი და აღმაშფოთებელია. ისღა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ მომხდარს დეტალურად გამოიძიებენ და დამნაშავეებს საკადრისად დასჯიან.

მომხდარი აშკარად სცდება საფეხბურთო ჩარჩოებს და ბუნებრივია, ამ ამბის ჩამდენებს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ვერ
დასჯის.

სადისციპლინო კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება და სავარაუდოდ, "ბაიას" ფინანსურ სანქციებს დააკისრებს და მის სტადიონს (უფრო სწორად, საწვრთნელ ბაზას) დისკვალიფიკაციას მიუსჯის. ამაზე მეტს კი ფეხბურთის ფედერაცია ვერ იზამს - დამნაშავეებმა კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი.

ნიშანდობლივია ისიც, კრიჭაშვილი ზუგდიდში პირველად არ უცემიათ. 2009 წელს "ბაიასა" და "გაგრას" მატჩის შემდეგ მას მაშინაც პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება, რომ მაშინ ვინმე დაესაჯოთ...

"ლაშა სილაგავამ ყველაფერი ოქმში აღწერა და ამ ამბავს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს. მე, ბუნებრივია, მომხდარით აღშფოთებული ვარ, სანქციები კი სადისციპლინო კომიტეტის საქმეა", - გვითხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ფანიაშვილმა.

რაც შეეხება ტურის ყველაზე საკამათო ეპიზოდებს, ანუ "მერანი"-"ზესტაფონის" მატჩისას სტუმართა კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანებს, ფანიაშვილმა თქვა, რომ ვიდეოჩანაწერი უხარისხოა და რაიმე დასკვნის გამოტანა გაუჭირდება, მაგრამ რაკი არბიტრი ორივე ეპიზოდისას ბურთთან ახლოს იყო და პენალტი უყოყმანოდ დანიშნა, მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი იმ დგეს საცემი კიარა საერთოდ დასამწყვდევები იყვენ ქართული ფეხბურთის დასაფლავების გამო.და ისინიც ვინც გამოუშვა ზუგდიდსი სამსაჯოდ.რატომ?მაშინ გამოეშვათ ზუგდიდელი მსაჯი.წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო ისე ნუ მოიქცევიან და სტადიონს ნუ უმიზნებენ დასჯით თუ ტრაკი გაქვთ თქვენსში სასაჯეთ ვინც დასასჯელია.
bakuri
01:30 20-04-2012
0
საქართველოა რა, უუუუუუ, პაპუასებიიი. ბანანის რესპუბლიკა. ვინ დაისჯება, დაისჯება არა შტოფი
Alioxa
10:19 20-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული