სიახლე: მალე "სამინისტროს თასი" დაიწყება!

AutoSharing Option
18 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მედიას სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი შეხვდნენ და სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნეს.

სპორტის სამინისტრო ფეხბურთის ფედერაციასა და რაიონულ მუნიციპალიტეტებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს - ეს არის მინი-ფეხბურთის ტურნირი, სახელწოდებით "სამინისტროს თასი".

ტურნირი საქართველოს რეგიონებში რამდენიმე ეტაპად გაიმართება და მასში მონაწილეობა 18 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს შეეძლებათ.

დაწესებულია მხოლოდ ერთი შეზღუდვა - ტურნირის მონაწილეებს 2009 წლის შემდეგ არ უნდა ჰქონდეთ ნათამაშები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს,
პირველ და მეორე ლიგებში, ასევე - ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატსა და ნაკრებში.

"სამინისტროს თასის" პირველი ეტაპი 8-31 მაისს რაიონებში გაიმართება; მეორე ეტაპზე კი, 7-20 ივნისს, რაიონული პირველობების გამარჯვებულები რეგიონების საუკეთესო გუნდებს გამოავლენენ. ტურნირის ფინალურ ეტაპზე რეგიონების გამარჯვებული 14 გუნდი იასპარეზებს.

ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს სპორტის სამინისტრო 5 ათასი ლარით, თასით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვებს. პრიზები გადაეცემათ მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებსაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული