აზერბაიჯანს საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობა არ სურს?

AutoSharing Option
აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, ევრო 2020-ის მასპინძლობაზე საქართველოსთან ერთად ერთობლივი განაცხადის შეტანაზე უარს იტყვის.  

azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში არ იქნებოდა სწორი, ასევე, საფეხბურთო მიმართულებითაც ემუშავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევრო 2020-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის უეფაში შეტანის ბოლო ვადა 15 მაისია. ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ თურქეთმა შეიტანა. ტურნირის მასპინძლობის სურვილს გერმანიაც აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ აზერებს არ უნდათ, მაშინ მარტო საქართველომ უმასპინზლოს და მერე ნახე უკეთესი მოედნები გაკეთდება...
gaioz basketi
14:10 05-05-2012
0
vaime azers
giga
22:11 04-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული