აზერბაიჯანს საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობა არ სურს?

AutoSharing Option
აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, ევრო 2020-ის მასპინძლობაზე საქართველოსთან ერთად ერთობლივი განაცხადის შეტანაზე უარს იტყვის.  

azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანი 2020 წლის ოლიმპიადის განაცხადზეა ფოკუსირებული და ამ პირობებში არ იქნებოდა სწორი, ასევე, საფეხბურთო მიმართულებითაც ემუშავა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევრო 2020-ის მასპინძლობის ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანში ვიზიტისას სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადის უეფაში შეტანის ბოლო ვადა 15 მაისია. ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ თურქეთმა შეიტანა. ტურნირის მასპინძლობის სურვილს გერმანიაც აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თქვენ ალიევი მიხასავით თვინგამოლაყებული გგონიათ? სააკაშვილთან ერთად ევრო ჩემპიონატზე განაცხადს შეიტანს კი არა, კაზინოში არ შევა.გიჯს უწოდებს სააკაშვილს ალიევი ევროსტრუქტურების წარმომადგენლებთან პირად შეხვედრებზე. არავითარი ერთიანი მასპინძლობა ამათ ხელში არ იქნება და ამაზე აზერების ფეხბურთის პრეზიდენტმა და ვიცე პრეზიდენტმაც განაცხადეს.
gerchi
17:47 04-05-2012
0
რა ეურო უნდა მაგ სირს?საქართველოში მოედანი არ აქვს ნორმალური...
mishiko
19:46 04-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული