იმ ნაკრების წამყვანი თავდამსხმელი და ლიდერი ბაჩანა არაბული გახლდათ, რომელმაც თბილისში გამართული პირველი შესარჩევი ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
ცხადია, ყველას მისი იმედი გვქონდა, მაგრამ არაბული გუნდს ვერ დაეხმარა - შარშან მარტში, ელიტრაუნდზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ტრავმა მიიღო.
რა თქმა უნდა, ასეთი მოთამაშის მნიშვნელოვან მომენტში გამოკლებამ ნაკრებზე ცუდად იმოქმედა და ჩვენმა გუნდმაც ევროფინალის საგზურისთვის ვეღარ იბრძოლა.
თავად
არაბულმა სარეაბილიტაციო პერიოდიც იქ გაიარა და ახლა, საბედნიეროდ, მოედანსაც დაუბრუნდა.
"უკვე მესამე კვირაა, ექიმმა ვარჯიშის უფლება დამრთო და "საბურთალოს" 16-წლამდელთა გუნდთან ერთად ვემზადები.
მართალია, მცირე ტკივილები მაწუხებს, მაგრამ მითხრეს, რომ დროთა განმავლობაში გამივლის და მალე ფორმის აღდგენასა და თამაშს შევძლებ", - გვითხრა არაბულმა.
სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ბაჩანას უკან დარჩა "მანჩესტერ სიტის" ვარიანტი, სადაც რეზერვისტებში რამდენჯერმე ივარჯიშა და მანჩესტერელების ხელმეორე მიწვევას ელოდა.
თუმცა დაკარგული ჯერ არაფერია: არაბულს არც ნიჭი აკლია, არც შრომისმოყვარეობა და არც ხასიათი და იმედია, გამოჯანმრთელების შემდეგ ძლიერ უცხოურ კლუბში გადასვლისა და მაღალ დონეზე თავის გამოჩენის შანსი კიდევ მიეცემა.
არაბულმა ვარჯიში დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
ბაჩანა არაბული - "რეალის" ქომაგი ინგლისური ოცნებით