"აფხაზეთის ნაკრები" ფიფასგან ამხანაგური მატჩების ნებართვას ითხოვს

AutoSharing Option
აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სპორტის მესვეურები ამზადებენ ფიფასთვის მიმართვას, რომელშიც მოითხოვენ, რომ "აფხაზეთის ნაკრებს" ფიფას წევრი ქვეყნების გუნდებთან ამხანაგური მატჩების გამართვის უფლება მიეცეს.

როგორც "იზვესტიასთან" ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯამალ გუბაზი აცხადებს, ის თავად აპირებს გაემგზავროს ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი შვეიცარიაში, ფიფას შტაბბინაში, სადაც პირადად დააყენებს საკითხს, მიეცეს "აფხაზეთის ნაკრებს" ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის უფლება.

"მივიჩნევ, რომ აფხაზეთის ნაკრებს ამ უფლების მოპოვების რეალური შანსი აქვს", - აცხადებს გუბაზი.

მისივე თქმით, აფხაზეთში არსებული საფეხბურთო მოედნები და ინფრასტრუქტურა ოფიციალური დონის ამხანაგური შეხვედრების
მასპინძლობის საშუალებას იძლევა.

"იმედი გვაქვს, ფიფას კრედო, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან შორს არის, ამჯერადაც დამტკიცდება. ამ საკითხში ჩვენ რუსეთის საფეხბურთო კავშირის დახმარების იმედიც გვაქვს. ჩვენი სურვილია ასევე, აფხაზეთის გუნდი რუსეთის რომელიმე საფეხბურთო დივიზიონში, თუნდაც მეორეში მონაწილეობდეს. ამაზე საუბარი დიდი ხანია, მიმდინარეობს და დროა, უკვე საქმეზე გადავიდეთ",
- განაცხადა გუბაზმა.

მანვე აღნიშნა, რომ ფიფას ხელმძღვანელს, იოზეფ ბლატერს სთხოვს, დაეხმაროს აფხაზეთში ფეხბურთის განვითარებას.

ამ კვირაში ფიფამ ოფიციალური ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება კოსოვოს საფეხბურთო ნაკრებს მისცა.

ფიფას ეგიდით, დღეისთვის მხოლოდ იმ ქვეყნების ნაკრებები თამაშობენ, რომლებიც გაეროს წევრები არიან. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან გაეროს წევრები, 2003 წელს შექმნილ ასოციაცია NF-Board-ში გაერთიანდნენ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძნელია გიორგის კომენტარს რაიმე დაუმატო!!
მე მაიც მგონია რომ ცოტა მოგვიანებით ფიფა ნებას დართავს ქრთამები და ფულაობა აბა იქაა თუა.
zaza sigu
15:28 24-05-2012
0
"დამოუკიდებელი" აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ლოგოზე არც ერთი სიტყვა არ წერია აფხაზურად. ვაი თქვენს პატრონს ...
თემური
10:44 25-05-2012
0

სიახლეები პოპულარული