24 წლის მარცხენა მცველით რუსთაველთა დამრიგებელი კობა ჟორჟიკაშვილი ჯერ კიდევ ზამთრის შესვენების პერიოდში დაინტერესდა, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი არ განხორციელდა - ფეხბურთელმა მარტვილში დარჩენა არჩია.
აწ უკვე დასრულებულ ჩემპიონატში სუხიაშვილმა 35 მატჩი ჩაატარა. ის, რომ "მერანი" ზედა რვიანში უპრობლემოდ მოხვდა, დიდწილად მისმა თამაშმაც განაპირობა.
ანზორ სუხიაშვილი:
"მერანში" ორი ნაყოფიერი წელი დავყავი და როგორც ფეხბურთელი, რასაკვირველია, გავიზარდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო
"მერანი" კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ.
"მეტალურგთან" 2-წლიან ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი. უახლოეს დღეებში გუნდს შევუერთდები და მჯერა, რომ ევროპაზე თავს ღირსეულად წარმოვაჩენთ".
გამორიცხული არ არის, "მერანიდან" "მეტალურგში" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს. რუსთაველები გამოცდილი გიორგი მანწკავათი არიან დაინტერესებულნი და უახლოეს დღეებში გაირკვევა, რა გამოვა ამ საქმიდან.
შეგახსენებთ, რომ მანწკავას გადაბირება სომხურ "ულისესაც" სურდა.
აქვე გეტყვით, რომ "მეტალურგი" 9 ივნისს რუსთავში შეიკრიბება, სადაც ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ევროპის ლიგისათვის მოემზადებიან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"