მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი: საქართველო კვლავ სამი კლუბით

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ივნისის საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც კვლავაც სამი ქართული კლუბია წარმოდგენილი.

მათგან საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც 124-ე ადგილზეა. ცნობისთვის, წინა რეიტინგში "დინამო" 116-ე იყო.

საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" 164-ედან 157-ე ადგილამდე აინაცვლა, ხოლო რუსთავის "მეტალურგი", რომელიც გასულ თვეში 195-ე იყო, დღეს 167-ე საფეხურზეა.

რეიტინგის სათავეში აღსანიშნავი ის არის, რომ ოთხ საუკეთესო კლუბს შორის ესპანეთს სამი წარმომადგენელი ჰყავს.

რეიტინგის საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

1. ბარსელონა (ესპანეთი)
2. უნივერსიდად დე ჩილე (ჩილე)
3. რეალი (ესპანეთი)
4. ატლეტიკო (ესპანეთი)
5. ბაიერნი (გერმანია)
6. ჩელსი (ინგლისი)
7. ველეს სარსფილდი (არგენტინა)
8. ლიბერტადი (პარაგვაი)
9. ბილბაო (ესპანეთი)
10. სპორტინგი (პორტუგალია)
...
124. დინამო
157. ზესტაფონი
167. მეტალურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საერთოდ არაადეკვატური რეიტინგია
Dato
13:59 04-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული