გორის "დილა" ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელით ძლიერდება

AutoSharing Option
გორის "დილა" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 5 ივლისს გამართავს. ასე რომ, გუნდს ნაადრევად მოუწევს შეკრების დაწყება და საკადრო საკითხების მოგვარება.

რა ცვლილებები მოხდა გუნდში, ამის თაობაზე "დილას" მწვრთნელი გია ცეცაძე გველაპარაკა:

"ვინ დატოვებს გუნდს, ეს მალე გახდება ცნობილი. ცხადია, ჩვენს მოთხოვნებს ყველა ვერ აკმაყოფილებს და რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობებაც მოგვიწევს, მაგრამ ჯერ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა და დაუზუსტებელ ამბავს ვერ გეტყვით".

სამაგიეროდ, "დილაში" ძალზედ სოლიდური მატებაა და აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მომავალ სეზონში გორელები ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტები
იქნებიან.

ჩვენი ინფორმაციით, გუნდთან კონტრაქტები გააფორმეს ფამაგუტსას "ანორთოსისისა" და საქართველოს ნაკრების მცველმა დავით კვირკველიამ და საბერძნეთის "ერგოტელისის" უკანახაზელმა გიორგი შაშიაშვილმა.

საქართველოშია და გუნდში ივარჯიშებს ყაზანის "რუბინის" 19 წლის ნახევარმცველი მიხეილ გორელიშვილიც.

დასახელებული სამეულის გარდა, ცნობილი იყო, რომ "დილაში" ითამაშებენ ფოთის "კოლხეთის" ნახევარმცველი ლაშა გვალია და "ზესტაფონის" ცენტრალური მცველი გიორგი ონიანი.

მაგრამ ეს სრული სია არ გახლავთ. ცეცაძის თქმით, მომდევნო სეზონში "დილაში" ვიხილავთ თბილისის "დინამოს" მცველს გულვერდ თომაშვილსა და რუსთავის "მეტალურგის" თავდამსხმელს ირაკლი მოდებაძეს.

"დილას" ახალწვეულებიდან ყველაზე ნაკლებად ქართველი გულშემატკივარი მიხეილ გორელიშვილს იცნობს. გორელიშვილი რუსეთის მოქალაქეა, წელს დუბლების ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში 12 გოლი გაიტანა. არის რუსეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაშიც ოფიციალური შესარჩევი მატჩები აქვს ჩატარებული.

ცეცაძემ სხვა სიახლეებიც გვითხრა:

"სასიხარულოა, რომ გუნდის ბირთვი შენარჩუნებულია და ყველა წამყვანი მოთამაშე, მინიმუმ, ევროპის ლიგაზე "დილაში" ითამაშებს.

გამონაკლისია
გოჩა ხოჯავა, რომელიც ბოლო ტურებში ტრავმირებული თამაშობდა. გოჩას მენისკის ოპერაცია ესაჭიროება და სამწუხაროდ, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს. ოპერაციას კი გერმანიაში გაიკეთებს.

7 და 8 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 9-ი
დან თბილისში მოვემზადებით, მაგრამ სად, ამას მალე შეიტყობთ. 14 ივნისს კი ავსტრიაში მეორე შეკრების გასავლელად გავემგზავრებით".

რუბინის თავდამსხმელი გორში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან

რამდენიმე თვის წინ იცოდა ყველამ, რომ თასი გორის "დილას" უნდა მოეგო!
მკითხველის კომენტარები / 3 /
NIGHT არ მიაქციო ყურადღება jorj თუ ბალანჩივაძე, შურიანებს რა დალევს. პოლიციის დილაა თუ ბიძინისტების დილაა, მტავარია ქართულია და უნდა გიხაროდეს ჯიგარო jorj. არ გინდა თუ ძმა ხარ რა..................
kuntmagari qartleli
18:32 04-06-2012
0
მაგარი გუნდი გვეყოლება რა იყო ჯორჯ რა გაწუწუნებს გეშინია რამის
NIGHT
16:33 04-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული