უეფამ საქართველოს სტადიონები დაუწუნა

AutoSharing Option
როგორც ჩანს, უეფამ ლიცენზირების პირობები მართლაც გაამკაცრა. თუ შარშან ქართულ კლუბებს ევროთასების საწყის ეტაპზე საკუთარ სტადიონებზე მასპინძლობის უფლება დართო, ახლა ეს ფუფუნება ბევრს მოაკლდება.

მაგალითად, გორის "დილას" სტადიონი ჯერ კიდევ განახლების პროცესშია. კლუბის დირექტორის, ზურაბ დალაქიშვილის თქმით, ევროთასებამდე დასავლეთ ტრიბუნის აშენებაც დასრულდება და წესით, სტადიონმა უეფას მინიმალური მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

მაგრამ უეფას მხოლოდ დაპირება არ აკმაყოფილებს: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა "დილას" მოსთხოვეს, რომ ევროპის ლიგის მატჩების მასპინძლობისთვის დასრულებული სტადიონის კანდიდატურა წარედგინათ.

არადა,
გვახსოვს, რუსთავის "მეტალურგს" საკუთარ სტადიონზე თამაშის უფლება ისე დართეს, რომ "ფოლადზე" ჯერ კიდევ მშენებლობა მიმდინარეობდა.

სხვა რა გზაა, გორელები ევროპის ლიგის საშინაო მატჩ(ებ)ს მშობლიური ქალაქის ნაცვლად, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

დაუსრულებელს ვინ ჩივის, რუსთავის "მეტალურგს" კოხტა და მოწესრიგებული სტადიონი დაუწუნეს: ადრე იქ ევროპის ლიგის საწყისი ორი ეტაპის მატჩებს მაინც მასპინძლობდნენ. ახლა კი გუნდს პირველი ეტაპის მასპინძლობის უფლებაც არ დართეს და სავარაუდოდ, "მეტალურგიც" თბილისში ითამაშებს.

სამაგიეროდ, პრობლემა არ შეექმნება "ტორპედოს" და ევროპის ლიგის სამივე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებს ქუთაისში ჩაატარებს.

"ზესტაფონს" კი "დავით აბაშიძეზე" საწყისი ორი ეტაპის ჩატარების უფლება აქვს. რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, გამოდის, რომ ზესტაფონელები საყვარელი გუნდის მხოლოდ ერთ საშინაო შეხვედრას იხილავენ.

"ზესტაფონი" თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწევს, აქ უკვე საქმე ძალზედ რთულად იქნება.

" ჯერ კიდევ გაურკვეველია, უეფა ჯგუფური ეტაპის მატჩების მასპინძლობის უფლებას ქართულ სტადიონებს მისცემს თუ არა. იყო კიდეც ლაპარაკი, რომ წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, შესაძლოა, "ზესტაფონმა" თურქეთში ითამაშოს", - ამბობს "ზესტაფონის" პრესატაშე სერგო ფუტკარაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კი მაგრამ რა თურქეთი, დინამოს სტადიონზეც არ ათამაშებენ? თუ ეგეც აღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს???
pirkusha
23:57 05-06-2012
0
უბედური სააკოვი ენა წინ გაურბის წკუა უკან რცება .სად ფეხბურტი სად სტადიონი.ჯერ სტადიონები ააგეტ მერე ილაპარაკეტ ფეხბურტზე ტქვე უვიცებო.
maxo
21:13 05-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული