რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს

AutoSharing Option
სეზონი თბილისის "დინამოსთვის" სავალალოდ დასრულდა - საქართველოს ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი საპრიზო სამეულს მიღმა პირველად აღმოჩნდა.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, სეზონის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე კლუბის მეპატრონემ რომან ფიფიამ რომ ბრძანა: დიდ საკადრო ცვლილებებს ვამზადებთო.

ცნობილი გახდა, რომ ფიფიამ სპორტული დირექტორის პოსტი რუსთავის "მეტალურგის" მმართველ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს შესთავაზა.

შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი, მაგრამ ცნობილი მხოლოდ რამდენიმე წამსვლელის ვინაობაა - ირჟი ჰომოლას კონტრაქტი დაუსრულდა და გუნდს მისი გაგრძელება აღარ შეუთავაზებია, მამუკა ლომიძემ თავად გამოთქვა სლოვაკეთში დაბრუნების სურვილი, გულვერდ თომაშვილი
გორის "დილაში" გადავიდა, გამოცდილმა მეკარე სოსო გრიშიკაშვილმა კი კარიერა დაასრულა.

ფიფიამ რამდენიმე საინტერესო ამბავი გაგვიმხილა:

"შემადგენლობის განახლება ნამდვილად გვსურს, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, ვინ დაგვტოვებს. მაგალითად, ჰომოლა ნამდვილად დაგვემშვიდობა.

მაგრამ არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებმაც ლამის "საქორწინო ხელშეკრულებები" გააფორმეს და ეს თავადაც იციან.

უღირსები ამით სარგებლობენ, ნორმალური და ღირსეული ადამიანები კი ამას არ კადრულობენ.

რას ვიზამთ, არის ფიფა, კანონი და ამ კანონებს დავიცავთ. ამიტომ ასეთი ფეხბურთელები იძულებულები იქნებიან, თამაშის ხარისხს მაინც მოუმატონ, ეს ერთი წელი "დინამოში" რომ გაძლონ" .

თუმცა "დინამოს" მეპატრონეს აღარ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა.

სეზონის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგადან" ჩამოყვანილი გოგიტა გოგუაც დატოვებდა:

"სავარაუდოდ, ასე იქნება და ალბათ, გოგუა თამაშს სხვაგან გააგრძელებს. სხვა წამსვლელებზე ვერაფერს გეტყვით. ორ კვირაში ამაზე ბუბა ტყავაძე დაგელაპარაკებათ".

ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციის 21-ე ყრილობას რიგგარეშე ყრილობის ჩატარებისა და აღმასკომის განახლების ინიციატივით მიმართა, თუმცა დელეგატების უმრავლესობამ წინადადება ჩააგდო:

"არა უშავს, თანამშრომლობის იმედი მაინც მაქვს. პროფლიგის ჩამოყალიბება კლუბების უფლებების გაზრდას ნიშნავს და ეს მაიმედებს".

რომან ფიფია: გგუა, სავარაუდოდ, წავა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი

დუშან უჰრინი უმცროსი: თბილისის "დინამოს" მამაჩემთან ერთად გავწვრთნი

უცხოელი მწვრთნელები, რომლებიც რომან ფიფიამ თბილისის "დინამოსთვის" არ ისურვა
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვაი შენს პატრონს რომან ფიფია!
lasha
15:57 07-06-2012
0
ძაანაც კაი გოგუა გასაშვებიაა კაიაა . მიდი ფიფია მიაწექი ამ ძალიტ ვარსკვლავებს!
soso
16:10 07-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული