ევრო 2012. პროგნოზები. ალექსანდრე ჩივაძე: ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთია

AutoSharing Option
8 ივნისს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი იწყება და ალბათ, ყველას ჰყავს შეგულებული ფავორიტი გუნდი.

ამ ყოველივეზე აზრის გამოთქმა ვეტერან ფეხბურთელებს ვთხოვეთ.

ალექსანდრე ჩივაძე:
საერთოდ, პროგნოზებისგან თავს ვიკავებ ხოლმე, თუმცა ოთხი გუნდი უნდა გამოვყო: ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია და საფრანგეთი.

ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი მაინც ესპანეთი მგონია.

ელიტური ნაკრებების ფეხბურთელებს დატვირთული სეზონი ჰქონდათ - თასი, ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, სანაკრებო მატჩები და ზოგი, ალბათ, ფიქრობს, რომ ფეხბურთელები გამოფიტულები იქნებიან.

მე კი მგონია, რომ ამ მოთამაშეებს ეს ფაქტორი გათვალისწინებული ექნებოდათ და ევროპის ჩემპიონატს კარგ კონდიციაში
შეხვდებიან.

პროგნოზები, პროგნოზები... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Time Line: ჩვენც გვინდა ევროპა!

კახა კაჭარავა: ლორან ბლანი მიხვდა, რა სჭირდებოდა საფრანგეთს

ოთარ გაბელია: ჩემპიონი იტალია გახდება, ან ესპანეთი

სოსო ჭედია: გერმანიისგან ჩემპიონობა არ უნდა გაგვიკვირდეს

გია გურული: საფრანგეთი თითქოს ჩრდილშია მოქცეული...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული