დავით სირაძე: საქართველოში მხოლოდ თბილისის ”დინამოში” ვითამაშებ!

AutoSharing Option
"ლელოს" წინა ნომერშიც ვწერდით, რომ დავით სირაძემ ნალჩიკის "სპარტაკთან" მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა, თავისუფალი აგენტი გახდა და ამ სტატუსის გამო მისით არაერთი კლუბი დაინტერესდა (იხილეთ ვრცლად).

30 წლის თავდამსხმელის გადაბირება საქართველოს ჩემპიონატის ლამის ყველა ლიდერს სურს - თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონსა" და გორის "დილას".

თავად სირაძემ ამ ყველაფერზე პოზიცია პირველად "ლელოსთან" დააფიქსირა და თქვა, რომ მოლაპარაკებას მხოლოდ "დინამოსთან" დაიწყებს:

"უკვე საკმაოდ ბევრი აგენტი დამიკავშირდა. ისინი უკრაინულ, გერმანულ, ავსტრიულ, აზერბაიჯანულ კლუბებში მოწყობას მთავაზობენ, მაგრამ სანამ თავად კლუბები
არ დამიკავშირდებიან, მანამდე კლუბებს არ დავასახელებ.

რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას: ძალიან მესიამოვნა კლუბების დაინტერესება, მაგრამ აქ მხოლოდ თბილისის "დინამოში" ვითამაშებ. იქაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავალ, თუ ნორმალურ პირობებს შემომთავაზებენ.

მგონი, არავის გაუკვირდება, რასაც ახლა ვიტყვი - მე ისეთ ასაკში ვარ, რომ კარიერის შემდგომი ცხოვრებისთვის უნდა მოვემზადო.

ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, შემდგომი ცხოვრება კი - გაურკვეველი და საფუძველი წინასწარ უნდა ჩაყარო"
.

P.S. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ფეხბურთელი და თბილისის "დინამო" ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.

დავით სირაძე: აქ მხოლოდ დინამოში ვითამაშებ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?
მკითხველის კომენტარები / 4 /
ცოტა ზედმეტი წარმოდგენა ხო არ ავს საკუთAრ თAვზე. არ გვინდა ეგეთი უკადრისა გუნდში. დინამოს გრადა სხვა გუნდი ესეიგი არ მიმაჩნია არაფრადო
irakli1805
23:46 11-06-2012
0
გელით დავით
asdf
14:00 11-06-2012
0

სიახლეები პოპულარული