"მიხარია, ასეთ ამბიციურ კლუბში რომ გადავედი. იმედია, თავის გამოჩენას მოვახერხებ და უფრო მაღალ დონეზეც ვითამაშებ. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის იმედიც ჯერ არ დამიკარგავს.
რაც შეეხება "გაგრას", ბედნიერი ვარ და ვამაყობ, ორ წელზე მეტხანს ამ კლუბში რომ ვითამაშე. ამ პერიოდში გუნდთან ერთად საქართველოს თასის მფლობელი გავხდი და მას მომავალშიც ვუგულშემატკივრებ.
იმედია, "გაგრა" მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგას დაუბრუნდება", - ამბობს ჯიშკარიანი.
რაც შეეხება
"ჩვენთან 27 ფეხბურთელი ვარჯიშობს. ავსტრიულ შეკრებაზე ყველა წამოვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის ლიგის განაცხადში ყველა მოხვდება. ჯიშკარიანის კი მწვრთნელებს ეიმედებათ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ანორთოსისი" ნიკოლოზ ჯიშკარიანს განიხილავდა
მიხეილ გორელიშვილი: ქართული არ ვიცი, მაგრამ სისხლი მაინც თავისას შვრება
ლვოვის "კარპატის" სანდრო გურული უკან მიჰყავს?
ევროტურნირები: "ზესტაფონი" და "მეტალურგი" განთესილები იქნებიან