ზესტაფონის სტადიონი უკეთესობისკენ იცვლება

AutoSharing Option
ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია სამომავლო პერსპექტივაა - "ზესტაფონი" ამ საქმეს მას შემდეგ მიხედავს, რაც საკუთარი ბაზის მშენებლობას დაასრულებს, თუმცა "დავით აბაშიძეზე" გარკვეული სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები მაინც მიმდინარეობს.

ამ დროისთვის უკვე განახლებულია სათამაშო მოედნის გარშემო არსებული ღობე; გარემონტდა სტადიონის ფასადი, ადმინისტრაციული შენობა და ტრიბუნები; მიმდინარეობს ავტოსადგომის კეთილმოწყობა, მოედნის მიმდებარე ტერიტორიისა და ტრიბუნებთან მისასვლელი გზის ასფალტირება.

შეგახსენებთ, "ზესტაფონს" უეფამ საკუთარ სტადიონზე მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მისცა, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონს მეტოქეთა მასპინძლობა თბილისში მოუწევს.

ვნახოთ, რა
იქნება მომდევნო სეზონში. ფაქტია, რომ უეფა კლუბებს საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა დაკმაყოფილებასაც სტადიონზე გვარიანი სამუშაოების ჩატარება სჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფამ საქართველოს სტადიონები დაუწუნა

"ზესტაფონი" მზადებას ჯერ საკუთარ ბაზაზე, შემდეგ კი ავსტრიაში გაივლის

"ზესტაფონი" "დაუშვილის საქმეზე" ლვოვის "კარპატის" ფიფაში უჩივის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული