ცნობილია, რომ ორგანიზაციების პრეზიდენტებისა და გენერალური მდივნების პირველი სამუშაო შეხვედრა 1 ივნისს ბათუმში გაიმართა.
ფედერაციების პრეზიდენტები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლის კოორდინაციაც გენერალურ მდივნებს, რევაზ არველაძესა და ელხან მამადოვს დაევალათ.
30 ივნისს კიევში, უეფას აღმასკომის სხდომაზე ევრო 2020-ის შესაძლო კანდიდატურებს განიხილავენ, დაამტკიცებენ და შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის უეფას მოთხოვნებს გააცნობენ.
სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოხდება საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ განსახორციელებელი საკითხების
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ამ დროისათვის მაღალჩინოსნებს შორის რამდენიმე სატელეფონო კონფერენცია გაიმართა, სადაც განაცხადის შეტანისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დეტალები განიხილეს.
შემდგომი სამუშაო შეხვედრა 5 ივლისს ქალაქ ბაქოში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზვიად სიჭინავა: ევრო 2020-ის მასპინძლობის შანსი რეალურია!
UEFA: ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებელი მოთხოვნები
კახა კალაძე: ევრო 2020-ის მასპინძლობის საკითხი არასერიოზულია!