ბათუმის "დინამოს" ამბიციური გეგმები: გერმანული შეკრება, ხმაურიანი ტრანსფერები

AutoSharing Option
"ბათუმი", რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური პლეი აუტის დაძაბული ბატალიების შედეგად მოიპოვა, მომავალი სეზონისთვის სამზადისს უახლოეს დღეებში შეუდგება.

გია გურულის გუნდი ჯერ ბათუმში შეიკრიბება, მალე კი საქართველოს რომელიმე კურორტზე გადაინაცვლებს.

ბათუმელებს ჯერ ხმაურიანი ტრანსფერები არ განუხორციელებიათ, მაგრამ როგორც ამბობენ, აჭარულ კლუბს გაზრდილი ბიუჯეტი ამის საშუალებასაც მისცემს.

პირველ ეტაპზე კი სელექციის პროცესი წარიმართება და "ბათუმის" მთავარი მწვრთნელი და მისი ასისტენტები პოტენციურ ახალგაზრდა ახალწვეულებს დააკვირდებიან.

მალე "ბათუმის" სატრანსფერო საქმიანობის შესახებ უფრო დეტალურ ცნობებსაც შევიტყობთ.

გია გურულმა "ლელოსთან" საუბარში არც უცხოურ შეკრებაზე გამგზავრება გამორიცხა.
როგორც ბათუმელთა თავკაცმა გვითხრა, განიხილება გერმანიაში გამგზავრების ვარიანტი და ამ ჩანაფიქრის განხორციელება საკმაოდ რეალურად მიაჩნია.

რაც შეეხება დაანონსებულ ინვესტორს უკრაინიდან, მას ბათუმში კვლავ ელოდებიან და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში იქაურ კლუბს მძლავრი სპონსორი გამოუჩნდეს.

აჭარელთა ამბიციური გეგმები (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბათუმის "დინამოს" ბიუჯეტს გაუორმაგებენ?

ბათუმის "დინამოს" ლვოვის "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი მილიარდერი ყიდულობს

აჭარაში ორი ახალი სტადიონი აშენდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული