"დასრულებულ სეზონში ჩვენი ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენდა. ცხადია, უმაღლესი ლიგის გუნდს ბევრად მეტი ესაჭიროება.
გუნდი სახელმწიფო დოტაციაზეა და, აქედან გამომდინარე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს წინაშე წარვადგინეთ განაცხადი, რომელშიც ვასაბუთებთ, რომ ახალ სეზონში 1,6 მილიონი ლარი გვჭირდება.
ჯერ საკითხი არ განხილულა, მაგრამ მანამდე საკრებულოს წევრებს ველაპარაკეთ და უარი არავის უთქვამს.
ასე რომ, წარდგენილი ვარიანტის დამტკიცებისა და გუნდის გაძლიერების სერიოზული იმედი გვაქვს".
თუ 1,6-მილიონლარიანი ბიუჯეტი დაუმტკიცდება, ბათუმის "დინამო"
შეგახსენებთ, რომ "მილიონერთა კლუბის" წევრი სულ ოთხი კლუბია: თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას თქმით, ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია; "ზესტაფონის" - 4 მილიონი; ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ყოველწლიურად "ვისოლი" 2 მილიონ ლარს ხარჯავს, ანუ დაახლოებით 1,226 დოლარს. კომპანია დამატებით ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც ახორციელებს;
მეოთხე მილიონერი გორის "დილაა". ზუსტად მისი ბიუჯეტი უცნობია, მაგრამ კლუბი ისეთ ფეხბურთელებს იწვევს და ისეთ პირობებს სთავაზობს, რომ შეუძლებელია, მილიონ დოლარზე მეტი არ ჰქონდეს.
თუ მათ რიცხვს ბათუმის "დინამო" შეემატება, ეს ჩემპიონატის დონეზე უნდა აისახოს. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინანდელ სეზონში მილიონერი მხოლოდ "ზესტაფონი" იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სპარტაკი-ბათუმი 1:3 - "ბენდელაზე" სისხლიც დაიღვარა
ბათუმის "დინამოს" ლვოვის "კარპატის" მეპატრონე, უკრაინელი მილიარდერი ყიდულობს
აჭარაში ორი ახალი სტადიონი აშენდება