ფიფა-მ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიმდინარე წლის 25 მაისს ფიფას პრეზიდენტს, იოზეფ ბლატერს ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზებას შეეხებოდა.

სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია - ქართული მხარე მთლიანად გამორიცავს საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.

აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. 14 ივნისს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის
რესპუბლიკისგან" არანაირი სახის ოფიციალური განაცხადი საერთაშორისო მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით არ მიუღია.

ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.

სფფ მიესალმება მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული