წერილი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების არაკანონიერ სურვილს - ფეხბურთში ოფიციალური საერთაშორისო მატჩების ორგანიზებას შეეხებოდა.
სფფ-მ მკაფიოდ დააფიქსირა ქართული მხარის პოზიცია - ქართული მხარე მთლიანად გამორიცავს საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის ფიფას იურისდიქციაში შესვლას და ამ რეგიონის ნაკრების მიერ ფიფას ეგიდით საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობას.
აღნიშნულ წერილს მოჰყვა ფიფას უმაღლესი პირების რეაქცია. 14 ივნისს სფფ-მ მიიღო ფიფას გენერალური მდივნის, ჟერომ ვალკეს ოფიციალური წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ფიფას ამ დროისათვის "აფხაზეთის
ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ კოსოვოს შემთხვევა, რომლითაც აფხაზური მხარე ხშირად აპელირებს, არის რადიკალურად სხვა სახის გარემოება, რომელიც აფხაზეთის საქმის ანალოგიას არ წარმოადგენს და ფიფას მიერ იდენტური გადაწყვეტილების მისაღებ მაგალითად არ გამოდგება.
სფფ მიესალმება მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მთავარი ორგანოს პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტიპის უკანონო მოთხოვნები, აფხაზეთის, როგორც საქართველოს განუყოფელი რეგიონის მხრიდან აღარ დაფიქსირდება.
სფფ-ის პრესსამსახური