ავსტრიაში გამგზავრებამდე გორელებმა ისეთი ტრანსფერი განახორციელეს, რომელზეც ბევრი გუნდი იოცნებებდა: ამიერიდან "დილაში" იმუშავებს თბილისის "დინამოს" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გია ისიანი, ქართულ ფეხბურთში ყველასათვის პატივსაცემი და ანგარიშგასაწევი პიროვნება.
მართალია, სიტყვა "ტრანსფერს" ფეხბურთელის გადაყვანის დროს ხმარობენ, მაგრამ ისიანი ისეთი ფიგურაა, ეს მართლაც "სუპერტრანსფერია" - ის თბილისის "დინამოს" სტრუქტურაში ნამდვილი "საყრდენი ნახევარმცველი" იყო, საჭირო და საქმიანი კაცი.
ისიანი მრავალი
"ვამაყობ, სახელოვან კლუბში წლები რომ ვმუშაობდი და ულამაზესი წლები გავატარე. "დინამოდან" მადლიერებით წამოვედი და ხელმძღვანელობასაც ადამიანურად დავემშვიდობე.
რატომ "დილა"? კლუბის ხელმძღვანელთა ნდობა ვიგრძენი; მეორეც - ძალიან პერსპექტიული და მზარდი კლუბია. დარწმუნებული ვარ, "დილა" სწრაფი ტემპებით გაიზრდება და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. სტიმულია ასეთ კლუბში მუშაობაც და მის მშენებლობაში მონაწილეობაც.
კლუბში საკმაოდ ფართო ფუნქციების შესრულება მომიწევს: საორგანიზაციო საკითხები, საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ. და კიდევ, დარწმუნებული ვარ, მედიასთან ურთიერთობა მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. ეს თავად კლუბისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - გვითხრა ისიანმა.
შევიტყვეთ, რომ გუნდი დატოვა თბილისის "დინამოდან" იჯარით გადმოყვანილმა ირაკლი ლექვთაძემ - სავარაუდოდ, ის კარიერას კვლავ "დინამოში" გააგრძელებს. თუმცა ჯერ ავსტრიაში გასამგზავრებელთა სრულ სიას კლუბი არ ახმოვანებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გორის "დილა" ევროპალიგას მეორე საკვალიფიკაციოდან შეუერთდება