ცხადია, უმაღლეს ლიგაში საჩხერელებს გამოცდილი მეკარე სჭირდებათ და გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე თევდორაძის შემცვლელს ეძებდა.
შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, საჩხერეში გააგრძელოს კარიერა ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანმა გიორგი სომხიშვილმა.
ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ და გამოცდილ მეკარესთან მოლაპარაკება ზუგდიდელებმა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ.
"მე ვაჭრობა არ მიყვარს. ჩემი პირობები რომ არ დააკმაყოფილეს, წასვლა ვამჯობინე. მაგრამ მადლობა ზუგდიდელ გულშემატკივარს, რომელთაგანაც უჩვეულო სითბო და სიყვარული დავინახე.
რაც შეეხება "ჩიხურაში"
სომხიშვილი ზუგდიდელ გულშემატკივრებს ძალიან უყვართ და მისმა წასვლამ უჩვეულო აჟიოტაჟი და გულისწყრომა გამოიწვია.
"ადამიანი, რომელიც ამდენი ხანი ჩვენი ქალაქის სახელს ღირსეულად იცავდა და ხშირად უხელფასოდ თამაშობდა, ასე არ უნდა გაეშვათ, უნდა გაფრთხილებოდნენ.
გულშემატკივრის აზრიც უნდა გაითვალისწინონ. ჩვენ კი მოთამაშის წასვლით ასეთი გაბრაზებული არასოდეს ვყოფილვართ.
გიორგის არყოფნა კლუბს ძალიან ცუდად დაეტყობა", - ვკითხულობთ ერთ-ერთი გულშემატკივრის გამოხმაურებაში, რაც საერთო განწყობას ასახავს.
მეტიც, ზუგდიდელმა გულშემატკივრებმა აქცია წამოიწყეს - "დავაბრუნოთ სომხიშვილი!"
დამეთანხმებით, საქართველოს ჩემპიონატში რეგიონის გუნდიდან არაადგილობრივი ფეხბურთელის წასვლა მსგავს აჟიოტაჟს იშვიათად იწვევს.
გიორგი სომხიშვილი ჩიხურაში? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოთარ გაბელიას ახალ ზუგდიდურ კლუბში მთავარ მწვრთნელობას სთავაზობენ
უმაღლეს ლიგაში "ბაიას" ნაცვლად "ზუგდიდი" ან "ოდიში" ითამაშებს