ორივე გამოცდილი მოთამაშეა და იქიდან გამომდინარეც, რომ წლებია, ქართული საფეხბურთო ბრენდის მაისურით თამაშობენ, ორივეს მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესია.
გავრცელდა ცნობა, რომ მათ გადაყვანას მადააღძრული ზუგდიდის "ბაია" აპირებდა. მათ გარდა, ამტკიცებდნენ, რომ "ბაიაში" ბოლნისის "სიონის" ნახევარმცველს დავით ბოლქვაძეს, "ბაიას" ყოფილ კაპიტანს როინ ონიანს, "ჩიხურას" პლეიმეიკერს გოგი ფიფიასა და რუსთავის "მეტალურგის" მცველს, სევასტი თოდუას ელოდებიან.
ინფორმაცია ოდიკაძესთან გადავამოწმეთ:
30 წლის მოთამაშემ "ბაიაში" გადასვლა უარყო:
"მე ახლაც "დინამოს" ფეხბურთელი ვარ და ზუგდიდში არავის მივუწვევივარ. გუნდი 24 ივნისისთვის შეიკრიბება და მეცოდინება, დავრჩები თუ არა კლუბში. დასამალი არაფერია, მოლაპარაკება მართლაც არ მქონია".
ზუგდიდის "ბაიას" მწვრთნელმა, ელგუჯა ქომეთიანმა კი მათ მიმართ ინტერესი დაგვიდასტურა:
"გაურკვევლობა რომ არ წარმოიქმნას, გეტყვით, რომ ოთხივე მოთამაშე ჩვენს მონახაზში ზის, რადგან, ზუგდიდელი გულშემატკივრის სასიხარულოდ, სასიკეთო ძვრების მოლოდინში ვართ.
არა მხოლოდ ამ ოთხეულის, კიდევ რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის ჩამოყვანაზეც ვზრუნავთ. მათ საკუთარი პირობები უნდა გაგვაცნონ.
მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ მონახაზია და სეზონს რა შემადგენლობით დავიწყებთ და სასურველი ფეხბურთელებიდან ვის დავიმატებთ, ჯერ ნამდვილად არ ვიცი.
მათგან ზოგიერთს დაველაპარაკეთ, ზოგს ახლა დავუკავშირდებით და არ მინდა ვინმემ იფიქროს, თითქოს თქვენს მიერ დასახელებული ოთხეულის გადმოსვლა უკვე ფაქტია".
სიახლეების მოლოდინში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იშვიათი აჟიოტაჟი ქართულ ფეხბურთში - ზუგდიდელები გიორგი სომხიშვილის გუნდიდან გაშვებას აპროტესტებენ