1968 წელს გახსნილი სტადიონი, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და აქედან გამომდინარე, სამუშაოები საკმაოდ საფუძვლიანად უნდა წარიმართოს.
სახელმწიფოსა და სფფ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, "გივი ჩოხელზე" უმაღლესი ხარისხის მინდვრის საფარის დაგება რამდენიმე თვის წინ გადაწყდა. თელავის სტადიონზე 200-ამდე ბავშვი ვარჯიშობს და იმ მიზნით, რომ მოედანმა დატვირთვას გაუძლოს, სტადიონზე ხელოვნურსაფარიან მოედანს დააგებენ. მთავარი მოედნის გვერდით მდებარე ბუნებრივი საფარი კი შენარჩუნდება და მოწესრიგდება.
საქართველოს ფეხბურთის
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ კახეთის რეგიონულ ფედერაციას დაევალა, მომავალი სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში აუცილებლად გამოიყვანოს ერთი გუნდი. როგორც იცით, ბოლო წლებში კახეთს უმაღლეს და პირველ ლიგაში წარმომადგენელი არ ჰყოლია.
სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლის პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად ახალი ბურთები გადასცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"