უცნობია ისიც, რა პოზიცია აქვს კლუბს ალეკო კოშკაძის აზერბაიჯანულ "ქიაფაზში" და დავით ოდიკაძის ზუგდიდის "ბაიაში" შესაძლო ტრანსფერებთან დაკავშირებით.
"საკადრო საკითხები მთლიანად დუშან უჰრინის კომპეტენციაა და მისი ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება. მთავარი მწვრთნელი იტყვის, ვინ სჭირდება და ვის გაშვებას გადაწყვეტს.
გუნდი 24 ივნისს შეიკრიბება, მოსამზადებელ ეტაპს გაივლის და კონკრეტულ ფეხბურთელთა შესახებ სიახლეებსაც თვის ბოლოს მოგახსენებთ", -
მან კომენტარი გააკეთა დავით სირაძის მიერ "ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს იმ ნაწილზეც, სადაც თავდამსხმელი ამბობდა, რომ ნალჩიკის "სპარტაკთან" კონტრაქტი თბილისის "დინამოში" გადასვლის იმედად გაწყვიტა:
"სირაძე კარგი თავდამსხმელი და ნამდვილი პროფესიონალია, მაგრამ მასთან მოლაპარაკება არც ოფიციალურად და არც იმ დონეზე ყოფილა, რომლის საფუძველზეც ძველ კლუბთან კონტრაქტი რომ გაეწყვიტა. ამის გარანტიები და დაპირებები ჩვენგან არავის მიუცია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დავით სირაძე: აქ არავის ვჭირდები და ჩემგან ნურც ფსევდოპატრიოტიზმს ელიან
მამა-შვილი უჰრინები თბილისის "დინამოსთვის" ახალწვეულებს ჩეხეთში ეძებენ