ქუთაისის "ტორპედო" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ავსტრიის დაბა კაპრუნში წინასასეზონო მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძე ფეხბურთელებს დღეში ორჯერ ავარჯიშებს.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისელები მესამე საკონტროლო შეხვედრას 25 ივნისს, უკრაინის ჩემპიონ დონეცკის "შახტართან" ჩაატარებენ - თამაში თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

დადგინდა მეოთხე მეტოქეც - 28 ივნისს "ტორპედო" გერმანიის "კარლსრუეს" შეხვდება, სადაც 2007-2012 წლებში ალექსანდრე იაშვილი თამაშობდა, მაგრამ ახლახანს დასრულებულ სეზონში გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და გერმანელთა ქართველი კაპიტანი "ბოხუმში" გადავიდა - ლეგიონერს მესამე ბუნდესლიგაში თამაშის უფლება არ აქვს.

29 ივნისს ქუთაისელები სამშობლოში დაბრუნდებიან.

სერიოზული სპარინგები
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო
გია გეგუჩაძე: ყოველ წელს უკეთესი შედეგის მიღწევის პრეტენზია გამაჩნია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული