გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბაქოს საფეხბურთო კლუბი "ნეფთჩი" იქნება.
აზერბაიჯანის ყველაზე ცნობილი და ტიტულოვანი კლუბი 1937 წელს დაარსდა, თუმცა 1968 წლამდე "ნეფტიანიკის" სახელით ასპარეზობდა. საშინაო თამაშებს გუნდი ტოფიკ ბახრამოვის სახელობის ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე ატარებს. გულშემატკივგრები ამ კლუბს "ფლაგმანს" უწოდებენ და "მენავთობეებადაც" მოიხსენიებენ.
1960-72 და 1977-88 წლებში "ნეფტჩი" ასპარეზობდა საკავშირო უმაღლეს ლიგაში, 1966 წელს გახლდათ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს
მენავთობეთა მთავარი მწვრთნელი 54 წლის აზერბაიჯანელი სპეციალისტი ბეიუკაგა გაჯიევი გახლავთ. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთან, გუნდის ღირსებას ბრაზილიელი, სერბი, მაკედონიელი, ბელგიელი და უზბეკი ლეგიონერები იცავენ. ყველაზე სახელიანი ფეხბურთელი, რომელსაც ბაქოელთა რიგებში უასპარეზია, ბელგიელი ემილ მპენზა გახლავთ.
ბაქოელები ევროპულ საკლუბო ტურნირებში საკმაოდ ხშირად კი ასპარეზობენ, თუმცა, თუ არ ჩავთვლით 2008 წლის სეზონში ინტერტოტოს თასის გათამაშებაში 2 რაუნდის გავლას, ევროარენაზე დიდი მიღწევებით არ გამოირჩევიან. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში "ნეფტჩი" ზაგრების "დინამოს" (ხორვატია) გადაეყარა და ორი მატჩის ჯამში (0-0; 0-3) დაამარცხა.
ქართულ-აზერბაიჯანული "რანდევუს" პირველი შეხვედრა 17 ივლისს ბაქოში გაიმართება, ხოლო 24 ივლისს საპასუხო მატჩს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონი უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის დაძლევის შემდეგ, "ზესტაფონის" მეტოქე უკვე მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში შემდეგი წყვილებიდან ერთი-ერთი გამარჯვებული გუნდი გახდება.
ფლორა(ესტონეთი) - ბაზელი(შვეიცარია)
ბატე(ბელორუსი) - ვარდარი(მაკედონია)
რედ ბული(ავსტრია) - დიუდელანჯი(ლუქსემბურგი)/ტრეპენე(სან-მარინო)
ლიუდოგორეცი(ბულგარეთ) - დინამო(ხორვატია)
ჟილინა (სლოვაკეთი) - აპოელი(ისრაელი)
ვალეტა(სან-მარინო)/ლუსიტანოსი(ანდორა)-პარტიზანი (სერბეთი)
ნიუ-სეინტსი(უელსი) - ჰელსინბურგი(შვედეთი), და ასევე: ანდერლხეტი (ბელგია), კლუჟი (რუმინეთი), სელტიკი (შოტლანდია).
ასევე იხილეთ:
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
გორის "დილა" ევროსარბიელზე ქართველების "ორჰუსს" გადაეყარა
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა