ისკენდერ ჯავადოვი: "ნეფთჩი" ჩემპიონობისთვის იმიტომ არ იბრძოდა, რომ "ზესტაფონთან" წააგოს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრის შედეგზე საკუთარი აზრი გამოთქვა ვეტერანმა აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა ისკენდერ ჯავადოვმა.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" აზერბაიჯანის ჩემპიონატის გამარჯვებულ "ნეფთჩის" დაუპირისპირდა.

"არ შემიძლია აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩემპიონატების დონეების შედარება. არც "ზესტაფონის" თამაში მაქვს ნანახი.

საქართველოში ფეხბურთელები ნაკრებში უფრო კარგად თამაშობენ, ვიდრე კლუბებში. ყოველ შემთხვევაში, "ნეფთჩი" "ზესტაფონს" უნდა გასცდეს, რადგან ეს საშუალო დონის გუნდია და სულაც არ არის, მაგალითად, ზაგრების "დინამო".

მაგრამ თუ "ნეფთჩი" "ზესტაფონს" ვერ გასცდა, ეს ჩავარდნა იქნება. ისინი მთელი სეზონი ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ
იმისთვის, რომ "ზესტაფონთან" წააგონ? არა, მათ გამარჯვების გარდა, სხვა გამოსავალი არ აქვთ", - თქვა ჯავადოვმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონის" პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია
ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცი: გაგვიმართლა,"ზესტაფონს" რომ შევხვდით
ილია კოკაია: ბაქოს "ნეფთჩის" თავკაცის სიტყვები არ მომეწონა
მკითხველის კომენტარები / 6 /
Aleqsa გეთანხმები სრულებით.. სამწუხაროდ ისეთი სულგაყიდულები გვაზიან თავზე რო შეიძლება მართლა იკისრონ ეგეთი რამე...
otar atuashvili
16:01 26-06-2012
0
ირაკლი მე ვფიქრობ გაერჭობიან......
zestafan
00:36 26-06-2012
0

სიახლეები პოპულარული