ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე გამოვლინდა.

კენჭისყრის შედეგად გია გეგუჩაძის გუნდი ყაზახეთის "აქტობეს" შეხვდა.

"აქტობე" ქვეყნის 4-გზის ჩემპიონია, მიმდინარე ჩემპიონატში კი, სადაც 14 ტურია გამართული, მეხუთე ადგილზე იმყოფება. სხვათა შორის,  ამ გუნდმა 2009/2010 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "ოლიმპს" აჯობა (2:0, 1:1).

პირველ მატჩს საქართველოს ჩემპიონატის 2011/2012 წლების სეზონის მესამეადგილოსანი 5 ივლისს ქუთაისში გამართავს, განმეორებითს კი სტუმრად 12 ივლისს ჩაატარებს.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონის" პირველი
მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათა შორის კარგი გუნდია,
ქართველი თამაშობს,ქაფაძე(Кападзе)...aba tkven icit torpedo...aba tkven icit KUTAISI
mixo
18:38 25-06-2012
0

სიახლეები პოპულარული