გორის "დილა" ევროსარბიელზე ქართველების "ორჰუსს" გადაეყარა

AutoSharing Option
25 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს თასის 2011/2012 წლების გათამაშების გამარჯვებული, გორის "დილა" იასპარეზებს.

ბედის ირონიით, ევროსარბიელზე თემურ შალამბერიძის გუნდის პირველივე მეტოქე, ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი - დანიური "ორჰუსი" იქნება, რომელშიც დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი გამოდიან.

გორელთა გუნდი პირველ მატჩს სტუმრად 19 ივლისს გამართავს, დანიურ გუნდს კი შინ 26-ში მიიღებს. "ორჰუსმა" შიდა ჩემპიონატში გასული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაში "ზესტაფონის" პირველი მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონია
რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის
"ტეუტა" გახდა

ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
"თუ ესეთ გუნდებს ვერ მოვუგეთ,ჯგუფურ ეტაპზე არაფერი გვეაქმება"-ძალია ლოგიკური მსჯელობაა: თუ ვერ მოუგე ვიღა გიშვებს ჯგუფურ ეტაპზე!
imano
07:42 26-06-2012
0
თუ ესეთ გუნდებს ვერ მოვუგეთ,ჯგუფურ ეტაპზე არაფერი გვესაქმება.
malxazi
20:26 25-06-2012
0

სიახლეები პოპულარული