რუსთავის "მეტალურგში" 22 წლის ტანმაღალი ხორვატი მეკარე გამოჩნდა

AutoSharing Option
სლოვენიურ შეკრებაზე მყოფმა რუსთავის "მეტალურგმა" მორიგი საკონტროლო მატჩი ითამაშა და უკრაინულ "ზარიასთან" 0:1 დამარცხდა.

რუსთაველებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს: ჰოსმანი, კაკუშაძე, კვარაცხელია, მახვილაძე (გავაშელიშვილი 68), სუხიაშვილი, ჯაფარიძე (68 თექთურმანიძე), რაზმაძე, ქავთარაძე (დობროვოლსკი 69), გეწაძე (ლობჟანიძე 68), მაისურაძე (მიქაბერიძე 68), სიხარულიძე (ტატანაშვილი 68).

მეტალურგის შემადგენლობაში ერთ უცხო გვარს აღმოაჩენდით: ივან ჰოსმანი 22 წლის ხორვატი მეკარე გახლავთ, რომელიც ბოლოს ჩეხეთის ჩემპიონ "ლიბერეცში" ირიცხებოდა. საკმაოდ კარგი აღნაგობის კიპერია, 197 სმ სიმაღლის.

რუსთაველებმა გოლი მე-60 წუთზე გაუშვეს.

Sportall.Ge"მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, რომ მისმა
გუნდმა არაერთი საგოლე შანსი ვერ გამოიყენა.

გოლის გატანა დიმიტრი ტატანაშვილს, ირაკლი სიხარულიძესა და ირაკლი მაისურაძეს მართებდათ.

სლოვენიაში ბოლო ამხანაგურ შეხვედრას "მეტალურგი" 27 ივნისს უკრაინულ "გოვერლასთან" გამართავს.

ჰოსმანი 197 (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე ევროპალიგაზე ალბანეთის "ტეუტა" გახდა
რუსთავის "მეტალურგმა" ხორვატულ "რეიკასთან" წააგო
რუსთავის "მეტალურგმა" სლოვენიაში ლუბლიანას "ოლიმპია" დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული