საქართველოს ჩემპიონი ფიბერბრუნის ცენტრიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარე კომფორტულ სასტუმროში დაბინავდა და საათნახევრიანი დასვენების შემდეგ მახლობლად მდებარე სპორტულ კომპლექს "ლემგრუბეს" საფეხბურთო მოედანს მიაშურა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ქართველებს გულთბილად დახვდნენ და "ზესტაფონის" პირველმა იქაურმა ვარჯიშმა საკმაო რაოდენობის მაყურებელთა დასწრებით ჩაიარა.
შეკრების პირველივე დღიდან "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი გუნდს ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმში ამზადებს. საბედნიეროდ, თითქმის ყველა ფეხბურთელი თავს ჯანმრთელად გრძნობს.
ავსტრიულ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაქოს "ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტი: ვიღაცას ჩვენი მეგობრობის შებღალვა სურს!
გიორგი ჭიაბრიშვილი: თუ აზერბაიჯანელები არ გვაფასებენ, მით უკეთესი ჩვენთვის
ილია კოკაია აზერბაიჯანელებს: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა!
რა უხარია ბაქოს "ნეფთჩის" - "ზესტაფონი" ასეთი ხელწამოსაკრავია?
ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს