ქუთაისის "ტორპედოს" გერმანულ "კარლსრუესთან" სპარინგი ჩაეშალა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ავსტრიული შეკრება დასრულდა. კლუბის პრესატაშე რამაზ ჩხიკვაძის თქმით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და საკუთარი სათამაშო ფორმის პიკს უახლოვდება.

მზადებისას დიდი ყურადღება ეთმობოდა ტექნიკურ-ტაქტიკური ნაკლოვანებების გამოსწორებასა და დაცვიდან შეტევაში სწრაფ და შედეგიან გადასვლას.

მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დონეცკის "შახტართან" მატჩის შემდეგ ყურადღება სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა.

ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის მესამეადგილოსანს ბოლო საკონტროლო მატჩი 28 ივნისს გერმანულ "კარლსრუესთან" უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ეს სპარინგი ჩაიშალა.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, გერმანულ მხარესთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. სხვა რა გზა იყო - თამაშის
ნაცვლად, გეგუჩაძის გუნდმა საღამოს ივარჯიშა და 29 ივნისს დილით საქართველოში გამოემგზავრა.

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიულ შეკრებაზე სამი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა: ალბანეთის "შკენდერბეუსთან" წააგო (0:2), ბუქარესტის "სტიაუასთან" 1:1 ითამაშა და ბოლოს დონეცკის "შახტართანაც" დამარცხდა - 1:2.

ჩაშლილი სპარინგი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია გეგუჩაძე: ევროპული დონის გუნდების თამაშის ტემპს უნდა მივეჩვიოთ
გია გეგუჩაძე: ქუთაისის "ტორპედოს" მომზადებით კმაყოფილი ვარ
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელებისგან ქება დაიმსახურა
ქუთაისის "ტორპედომ" დონეცკის "შახტართან" თავი არ შეირცხვინა
ქუთაისის "ტორპედო" ევროპალიგაზე ყაზახურ "აქტობეს" შეხვდა
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის "ტორპედო" რუმინულ "სტიაუას" დაუზავდა
ქუთაისის "ტორპედომ" ავსტრიული შეკრება წაგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული