თბილისის "დინამოში" ჩეხები მოდიან...

AutoSharing Option
საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს, თბილისის "დინამოს", ახალი სეზონისათვის მზადება ივნისის ბოლოს დაეწყოს, ასეთი რამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ამის მიზეზი კი ყველასათვის ცნობილია - "დინამომ" გასული სეზონი, რბილად რომ ვთქვათ, პირწმინდად ჩააგდო (შარშან ზაფხულში ევროტურნირებზე ასპარეზობას თუ არ ჩავთვლით) და კლუბის ისტორიაში (1990 წლიდან) ყველაზე უარესი შედეგი უჩვენა; ანუ წლევანდელი ევროტურნირები "დინამოს" გარეშე ჩაივლის და ახალი სეზონისათვის ასე გვიან დაწყებაც ამას უნდა მივაწეროთ.

თუმცა ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბში სერიოზული ცვლილებებია: ქართული მასმედიის წინაშე უკვე წარსდგა ახალი მთავარი მწვრთნელი,
ჩეხი სპეციალისტი დუშან უჰრინი-უმცროსი; მალე შევხვდებით ჩვენს ძველ და სასიამოვნო ნაცნობს დუშან უჰრინ-უფროსს, ვინც ამჯერად "დინამოს" კონსულტანტი იქნება.

რაც შეეხება ახალწვეულ ფეხბურთელებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ "დინამოში" გააგრძელებენ კარიერას გიორგი სეთურიძე და თორნიკე თარხნიშვილი.

"ვიტ ჯორჯიასთან" ჩატარებულ პირველ საკონტროლო მატჩში მონაწილეობა მიიღო სამმა პოტენციურმა ახალწვეულმაც: უგანდის ნაკრების კაპიტანმა კიზიტომ, ბრაზილიელმა ეუდისმა და მაკედონიელმა გლიშიჩმა (ეუდისი ამპლუით თავდამსხმელია, კიზიტო და გლიშიჩი კი მარცხენა მცველები არიან).

და აი, 28 ივნისს "დინამოში" კიდევ ერთი პოტენციური ახალწვეული გამოჩნდა: ჩეხური "ლიბერეცის" 23 წლის ცენტრალური მცველი იან პოლაკი. ტანმაღალ მცველს (188 სმ) ჩეხეთის ყველა ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია, გასულ სეზონში კი "ლიბერეცის" შემადგენლობაში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პოლაკი პოტენციური ახალწვეულია; აი, მისი თანამემამულე მიხალ რუკავიჩკა კი ამიერიდან "დინამოს" ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს. 26 წლის ჩეხი სპეციალისტი პრაღის "სპარტას" ახალგაზრდულ გუნდსა და კლუბის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა.

"დინამოს" ვებგვერდზე მიხალ რუკავიჩკას კომენტარი გამოქვეყნდა:

"საქართველოსა და "დინამოზე" გარკვეული წარმოდგენა მაქვს, უმეტესად, ინტერნეტით.

ვიცი, რომ "დინამო" თასების თასს ფლობდა და "სლავიასა" და "ლიბერეცთან" თამაშებიც მახსოვს.

რამდენიმე საათის ჩამოსული ვარ. ჯერ მხოლოდ საწვრთნელი ბაზა ვნახე და ოდნავადაც არ ვაჭარბებ, განცვიფრებული დავრჩი. ასეთ სავარჯიშო პირობებს ბევრი ჩეხური კლუბი ინატრებდა".

ჩეხები მოდიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ
ბუბა ტყავაძე: ცხადია, თბილისის "დინამოს" მოთხოვნებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს
თბილისის "დინამომ" დუშან უჰრინი და ბუბა ტყავაძე წარადგინა
რომან ფიფია: გოგიტა გოგუა, ალბათ, თბილისის "დინამოს" დატოვებს
თბილისის "დინამო" ლატვიის ბომბარდირ მამუკა ღონღაძეს იმატებს?
თბილისის "დინამო" რუსთავის "მეტალურგის" ფეხბურთელებით გაძლიერდება?
თბილისის "დინამო" - დიდი ცვლილებების მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამასაც ერთ წელში გაუშვებენ
aaa
30 ივნისი 2012 21:51
0
ვაი შენს პატრონს რომან ფიფია!!!
lasha
29 ივნისი 2012 18:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული