არაოფიციალურად: გიორგი აბურჯანია გორის "დილაში" ითამაშებს

AutoSharing Option
გორის "დილამ" პირველი მოსამზადებელი შეკრება დაასრულა და 29 ივნისს სამშობლოში დაბრუნდა.

"კლუბის ხელმძღვანელობამ ავსტრიაში მოსამზადებლად კარგი პირობები შეგვიქმნა. დიდი დახმარება გაგვიწია გრაცის "შტურმის" ყოფილმა გენერალურმა მენეჯერმა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში პრობლემებს ოპერატიულად გვიგვარებდა.

საწყისი ეტაპით კმაყოფილი ვარ, ახლა უკვე ვიცით ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგის ვინაობა და მე-2 შეკრებას აქედან გამომდინარე ვგეგმავთ.

იმედია, ევროპალიგის ეტაპის დაწყებისთვის გუნდი ფორმის პიკს მიაღწევს.

გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს ველოდებით. ვიცი, გულშემატკივარი საბოლოო შემადგენლობის დასახელებას მოუთმენლად ელის, მაგრამ წინასწარ ამისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა "დილას" მთავარმა მწვრთნელმა
თემურ შალამბერიძემ
.

"ლელომ" შეიტყო, შალამბერიძე ვის დამატებას გულისხმობდა: ლაპარაკია საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველ გიორგი აბურჯანიაზე.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდის მოთამაშეების მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა, აბურჯანიას კი ჯერ კიდევ შარშან იწვევდნენ შვეიცარიული "ბაზელი" და ბელგიური "გენკი", თუმცა კონტრაქტის გაფორმებას მისი არასრულწლოვნება აბრკოლებდა და გიორგი "ოლიმპის" საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელად რჩებოდა.

შევიტყვეთ, რომ ახალი სეზონიდან გიორგი გორის "დილაში" ჩაირიცხება, კონტრაქტს კი მალე გააფორმებს.

გორელები შევსებას ელიან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
cito, შენგან როგორ უნდა გამოვიდეს ნორმალური ადამიანი? აბა დაფიქრდი და ისე გამეცი პასუხი. ............. ............. შენი მენტალიტეტის ადამიანის მომავალს მე ვერ ვხედავ. ძალიან საწყენია, მაგრამ ეს ფაქტია.
citosdedasmtkvnelashvili
15:18 05-07-2012
0
რატო ხართ შურიანები , იცი რო დღესაც აქ ბაზელის კონტრაქტი და უარი მხოლოდ იმ მიზეზის გამო თქვა,რომ თამაშის უფლება არ ექნებოდა 1 წელი. 18 წლამდე. მართლა ტყუილებს ნუ წერთ შურიანებო . საქართველოში ყველაზე პერსპეკტიული ფეხბურთელია და პაგონებზე ნუ ლაპარაკობ ძაან გთხოოოვ ))) არ იიციი ეტყობა ამ ბიჭს რეები აქ გაკეთებული და პაგონების ზნაჩიტ შენ გეტყობა არასწორს რო ბაზრობ ძმა ;)
fanatikosi
21:58 02-07-2012
0

სიახლეები პოპულარული