თუკი ადრე მნიშვნელოვან ტურნირებსა და შეხვედრებს უმთავრესად ლონდონი, პარიზი, მიუნხენი, ვენა, ბრიუსელი და ამსტერდამი მასპინძლობდნენ, ახლა კანდიდატებში მოსკოვი, კიევი, ვარშავა, პრაღა და თბილისიც არიან.
30 ივნისს კიევში უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ აღმასკომზე მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა და საქართველოს დიდი სიხარული მიანიჭა - 2015 წლის 12 აგვისტოს თბილისი და საქართველო, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, უეფას სუპერთასს უმასპინძლებს.
უეფამ ამჯობინა, რომ 2013 წლიდან ამ ტურნირის ტრადიციული
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა უეფა-ში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმზეც მიანიშნა:
"ჩვენი ფედერაცია უეფასთან, მისი აღმასკომის წევრებთან და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას წელიწადზე მეტი აწარმოებდა.
მიმაჩნია, რომ კიევში მიღებული გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის დიდი მოვლენაა. 2015 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის ისედაც ძალიან დატვირთული იქნება, რადგან ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლებთ, სუპერთასს კი - 12 აგვისტოს და სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა".
ვარძელაშვილის სიტყვებიდან უნდა დავასკვნათ, რომ ეს მოლაპარაკებები მხოლოდ უეფას დონეზე არ წყდებოდა. ასეთ გადაწყვეტილებებს წინ დიდი კულუარული სამუშაო, მოლაპარაკება და კონკრეტულ პირთა დაინტერესება ახლავს.
სუპერთასის მატჩის შემდეგ, ტრადიციულად, მონაკოშივე ტარდებოდა ევროპის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების საზეიმო გალა-კონცერტი. როგორც ჩანს, 2015 წელს ეს ღონისძიებაც თბილისში გაიმართება.
საინტერესო სიახლეც: სუპერთასის მონაწილე გუნდების ფეხბურთელები მატჩამდე ერთი კვირით ადრე გვესტუმრებიან და შეხვედრისთვის მომზადების პარალელურად, სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, უბნებში ქუჩის ფეხბურთის განვითარებისთვის მასტერ-კლასებს ჩაატარებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი შანსი საქართველოს - სუპერრევოლუციური იდეა ევრო 2020-ისთვის