საჩხერის "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე ადასტურებს, რომ ოდიკაძის გადაყვანა სურს, მაგრამ გუშინდლამდე საკითხი გადასაწყვეტი იყო:
"მართლაც დიდი სურვილი გვაქვს, ეს გამოცდილი მოთამაშე მოვიყვანოთ, მაგრამ საკითხი დასაზუსტებელია. მან ჯერ "დინამოსთან" უნდა გაარკვიოს ურთიერთობა და იმედია, ახალ სეზონში ჩვენთან ითამაშებს".
ოდიკაძემ "დინამოსთან" ურთიერთობა მართლაც გაარკვია და 1 ივლისს გვიან შევიტყვეთ, რომ საჩხერელებთან მოლაპარაკება დაიწყო:
"ჯერ გეტყვით, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით
გამიკვირდა ინფორმაცია, თითქოს "ჩიხურასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. კლუბთან რეალური მოლაპარაკება მხოლოდ ორი დღეა, რაც დავიწყე.
არ დავმალავ, მანამდე რუსთავის "მეტალურგიდან" საინტერესო წინადადება მივიღე. წასვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ბოლოს უარი ვთქვი, რადგან ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში და თამაში არ მსურდა.
ალბათ, საჩხერეში ვითამაშებ. საკმაოდ კარგი პირობები შემომთავაზეს, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია".
დავით ოდიკაძემ მეტალურგი იუარა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სოსო ფრუიძე: "ჩიხურას" მიზანი უმაღლესი ლიგის ექვსეულში მოხვედრა იქნება
ბუბა ტყავაძე: ცხადია, თბილისის "დინამოს" მოთხოვნებს ყველა ვერ დააკმაყოფილებს