ქართველები და ევრომეტოქეები "ტრანსფერმარკტის" ფასით: 50/50-ზე

AutoSharing Option
დრონი მეფობენ და არა მეფენი - ეს სატრანსფერო შეფასებებზეც ითქმის. ამა თუ იმ ქვეყნისა და კლუბის ღირებულება ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლება, რადგან მუდმივი არაფერია - ზოგიერთი უფრო დაფასდება, ზოგიც გაუფასურდება.

ჩვენ კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი "ტრანსფერმარკტის" პირობით შეფასებებს და საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ: მადააღძრული გორის "დილას" მოთამაშეთა ჯამურმა ღირებულებამ იმდენად მოიმატა, რომ მეორე ადგილზე დაწინაურდა და ახლა მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამოუვარდება, "ზესტაფონს", ქუთაისის "ტორპედოსა" და რუსთავის "მეტალურგს" კი მნიშვნელოვანი სხვაობით გაუსწრო.

N გუნდი თანხა
1. "დინამო" 9 850 000
2. "დილა"
7 425 000
3. "ზესტაფონი" 6 450 000
4. "მეტალურგი" 3 475 000
5. "ტორპედო" 3 025 000
6. "ვიტ ჯორჯია" 1 950 000
7. "ზუგდიდი" 1 700 000
8. "კოლხეთი-1913" 1 550 000
9. "სიონი" 1 350 000
10. "ბათუმი" 1 025 000
11. "მერანი" 850 000
12. "ჩიხურა" 725 000
სულ 38 275 000

"დილას" დაწინაურება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ზამთარში ძვირად ღირებული მოთამაშეები დაიმატა: ლაშა სალუქვაძე (750 000), გოჩა ხოჯავა (650 000), სანდრო გურული (400 000), მათე ვაწაძე (400 000), მარინ სკენდერი, გიორგი ონიანი (ორივე - 300 000).

ახლა კი "ზესტაფონს" იმის გამო გადაასწრო, რომ კონტრაქტები გააფორმეს დავით კვირკველიასთან (800 000), გიორგი შაშიაშვილთან (700 000), ირაკლი მოდებაძესა (350 000) და გიორგი ონიანთან (300 000).

არ არის გამორიცხული, რომ გორელებმა შოთა გრიგალაშვილიც (500 000) დაიმატონ და ამ შემთხვევაში "დილა" 8-მილიონიან ზღვარს მიუახლოვდება, ხოლო "ზესტაფონის" ფასს 6 მილიონის ქვემოთ დასცემს.

საინტერესო უნდა იყოს ევროთასებზე კენჭისყრის მიერ დაწყვილებული ქართული და მათი მეტოქე კლუბების შეფასებების გაცნობაც.

ჩემპიონთა ლიგა
"ზესტაფონი" 6 450 000
"ნეფთჩი", აზერბაიჯანი 4 200 000

აზერბაიჯანის ჩემპიონი ქართველ მეტოქეს ბიუჯეტით ხუთჯერ აღემატება, მაგრამ მოთამაშეთა ღირებულებით მნიშვნელოვნად ჩამორჩება და ამდენად, "ნეფთჩის" მთავარი მწვრთნელის მეტისმეტი ოპტიმიზმი გაუგებარია.

თუმცა თავის დამშვიდება არ გვიღირს - ბაქოელებს ცუდი გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ.

ორივე გუნდში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები არიან: "ნეფთჩიში"- საშა სტამენკოვიჩი, "ზესტაფონში"- როინ კვასხვაძე (ორივეს შეფასება 700 000 ევროა).

ევროპის ლიგა
"ტორპედო" 3 025 000
"აქტობე", ყაზახეთი 8 825 000
ყაზახური კლუბის ნომინალური ღირებულება მეტოქისას ლამის 3-ჯერ აღემატება. ყველაზე ძვირად ღირებულები უზბეკეთის ნაკრების წევრები, ალექსანდრ გეინრიხი (1 400 000) და თემურ კაპაძე (1 250 000) არიან. "ტორპედოში" კი - ცენტრალური მცველი ლექსო კვასხვაძე (325 000), რომელმაც შარშან რუსთავის "მეტალურგში" თამაშისას მეორე ყაზახურ კლუბს, "ირტიშს" ევროპის ლიგაზე გოლი გაუტანა, გუნდი კი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"დილა" 7 425 000
"ორჰუსი", დანია 11 575 000
დანიელებში ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეები არიან ნახევარმცველი ჰიალტე ბო ნოტეგაარდი (1 250 000) და მეკარე სტეფენ რასმუსენი (1 000 000).

აქვე "ორჰუსის" ქართველი ლეგიონერებიც ვახსენოთ: დავით დევდარიანის შეფასება 400 000 ევროა, დავით სხირტლაძის - 75 000.

გორელთა შორის ყველაზე ძვირად ღირებული დავით კვირკველიაა - 800 000.

"მეტალურგი" 3 475 000
"ტეუტა", ალბანეთი 1 950 000
რუსთაველთა მეტოქის რიგებში ევროპული სააგენტო ყველაზე ძვირად მცველ ოსმან ტეფიკს (300 000) აფასებს, "მეტალურგში" კი თითქმის ერთნაირი შეფასება აქვთ თავდამსხმელ დიმიტრი ტატანაშვილსა (350 000) და ნახევარმცველ რევაზ გეწაძეს (325 000).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროტურნირების წილისყრა - რა შანსი აქვთ ქართულ კლუბებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
დილა უკვე პირველ ადგილზეა ტრანსფერმარკეტზე :)
jaba
05:54 06-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული