საჩხერის "ჩიხურამ" ახალი ფეხბურთელები დაიმატა

AutoSharing Option
ურეკში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საჩხერის "ჩიხურამ" ორი ახალი მოთამაშე დაიმატა - მეკარე მიხეილ ალავიძე (ბათუმის "დინამოდან") და პაატა დათუნაიშვილი (ფოთის "კოლხეთიდან"). გადაწყდა დავით ოდიკაძის საკითხიც.

საჩხერელებმა მორიგი საკონტროლო შეხვედრა ბათუმის "დინამოსთან" ჩაატარეს და სოსო ფრუიძის გუნდმა 3:0 მოიგო.

პირველ ტაიმში ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ისრაელიდან დაბრუნებულმა გაგა ჩხეტიანმა გახსნა, რომელმაც ტაიმის მიწურულს ბათუმელთა კარი მეორედ აიღო.

მეორე ნახევარში თავი შეცვლაზე შესულმა საჩხერელთა მცველმა გიორგი სარალიძემ გამოიჩინა. საბოლოოდ კი "ჩიხურამ" 3:0 გაიმარჯვა.

"ჩიხურა": სომხიშვილი - ოდიკაძე, გუშარაშვილი, ლ. ჭელიძე, ნ. მაისურაძე -
კირკიტაძე, ლომაშვილი, ზამბახიძე, ნ. კვასხვაძე - მუმლაძე - გ. ჩხეტიანი.
შეცვლაზე: მწყერაშვილი, ქიმაძე, პ. დათუნაიშვილი, ძამსაშვილი, სარალიძე, ბერიანიძე, ბაკურაძე, ა. შენგელია, მურველაშვილი.

ალავიძე და დათუნაიშვილი ჩიხურაში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სოსო ფრუიძემ ფედერაციის ტურნირში საინტერესო მოთამაშე აღმოაჩინა
სოსო ფრუიძე: "ჩიხურას" მიზანი უმაღლესი ლიგის ექვსეულში მოხვედრა იქნება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული